ლავაში 10 სმ სიგანის ნაჭრებად დაჭერით. ბოლოში გახეხილი ყველი მოაყარეთ, ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ დიაგონალზე გადაკეცეთ, შემდეგ - ქვევიდან ზევით, შემდეგ - მარცხნიდან მარჯვნივ და ა.შ. კვერცხს მწიკვი მარილი დაუმატეთ და ჩანგლით ათქვიფეთ. ყველიანი კონვერტები მასში ამოავლეთ და გახურებულ, ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან შეწვით. გემრიელად მიირთვით!