ყაბაყი მრგვლად დაჭერით. მწვანე ხახვის თავი დაჭერით წვრილად და რამდენიმე წამით ზეთში მოთუშეთ. გადაიტანეთ ტაფაზე ყაბაყის ნაჭრები და ორივე მხარეს შეწვით. ჯამში მსუბუქად გათქვიფეთ 1 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის ცილა. დაუმატეთ მარილი და პილპილიც. კვერცხის მასა ყაბაყის ნაჭრებს დაასხით, ტაფას თავი დაახურეთ და 2-3 წუთით დაბალ ცეცხლზე დატოვეთ. გემრიელად მიირთვით!