ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად და მოვთუშოთ კარაქში. ფერს რომ შეიცვლის, დავუმატოთ ფარში, ტომატ-პასტა, მარილი და ყველა სანელებელი. 2-3 წუთის შემდეგ დავასხათ ნახარში ან წყალი და კარგად მოვურიოთ. ამ მასას დავუმატოთ მაკარონი და სულ ეს არის! გემრიელად მიირთვით!