ბისკვიტი: კვერცხი და შაქარი ადღვიბეთ ერთად, დაუმატეთ რძე, ზეთი ან გამდნარი კარაქი, დღვიბეთ კარგად და დაუმატეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი. ჩაასხით ეს მასა ცხიმწასმულ ფორმაზე და გამოაცხვეთ 170 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში. კრემი: ადღვიბეთ ნაღები ძალიან კარგად, სანამ კარგად არ ამოვა. ამის შემდეგ დაუმატეთ შედედებული რძე. როცა ბისკვიტი გამოცხვება და გაცივდება, ხელით აფშვენით. მოამზადეთ ფორმები. ფორმის ძირში უნდა იყოს დანაწევრებული ბისკვიტი, შემდეგ სასურველი ხილი (ძალიან უხდება ბანანი), შემდეგ კრემის სქელი ფენა, რომელიც კოვზით კარგად უნდა გადაანაწილოთ, შემდეგ ფენად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამდნარი შოკოლადი, ბოლოს კი მორთეთ მარწყვის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!