ფხვიერი ცომის სამივე ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და ხელით გააფხვიერეთ. ძირითადი ცომის მოსამზადებლად, დარბილებული კარაქი ათქვიფეთ. 3 წუთის შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, მარილი და ვანილი. კიდევ 5 წთ რომ გავა, ეტაპობრივად კვერცხები შეათქვიფეთ, ბოლოს კი ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ერთგვაროვანი, სქელი მასა უნდა მიიღოთ. ეს მასა გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში, თავზე სასურველი ხილი მოალაგეთ (განსაკუთრებით უხდება მარწყვი და ჟოლო), ბოლოს კი ფხვიერი ცომი მოაყარეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 50-60 წუთით. გემრიელად მიირთვით!