შავი შოკოლადი დატეხეთ და წყლის აბაზანაზე გაადნეთ. ჟელატინი წყალში დაალბეთ და დააყოვნეთ (იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული). შემდეგ გაადნეთ. თბილ რძეს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გათქვიფეთ. ნელ-ნელა შეათქვიფეთ გამდნარი ჟელატინი. მასა გადაიტანეთ ჭიქებში და გააგრილეთ მაცივარში 2 საათით. გემრიელად მიირთვით!