
შავი შოკოლადი დატეხეთ და წყლის აბაზანაზე გაადნეთ.
ჟელატინი წყალში დაალბეთ და დააყოვნეთ (იმდენ ხანს, რამდენიც შეფუთვაზეა მითითებული). შემდეგ გაადნეთ.
თბილ რძეს დაუმატეთ გამდნარი შოკოლადი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე გათქვიფეთ. ნელ-ნელა შეათქვიფეთ გამდნარი ჟელატინი.
მასა გადაიტანეთ ჭიქებში და გააგრილეთ მაცივარში 2 საათით.
გემრიელად მიირთვით!