ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. კვერცხი კარგად გათქვიფეთ. ზომაში რომ მოიმატებს და ღია ფერის გახდება, შაქრის პუდრა შეათქვიფეთ. შემდეგ ხის ან სილიკონის კოვზით ძალიან ფრთხილად შეურიეთ კაკაო და გამაფხვიერებელი. გამოსაცხობ ლანგარზე (24 X 33 სმ) ქაღალდი დააფინეთ და ცომი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 12 წუთით. გამომცხვარი ფირფიტა ხის ზედაპირზე გადაიტანეთ და ქაღალდის შემოცლის გარეშე ფრთხილად გადაახვიეთ. ასე დატოვეთ, სანამ კრემს მოამზადებთ. ხაჭოს დაუმატეთ დარბილებული კარაქი, ვანილი, შაქარი, 1 ლიმონის ცედრა (სურვილისამებრ) და კარგად დააბლენდერეთ. ფირფიტას ხაღალდი შემოაცალეთ, ზედ კრემი გადაანაწილეთ და მთელი ბანანი მოათავსეთ, ფრთხილად გადაახვიეთ. შემდეგ ცელოფანში გადაახვიეთ და 2-3 საათით მაცივარში გააჩერეთ. გემრიელად მიირთვით!