ბადრიჯანი ჩხირებად დაჭერით, მარილი მოაყარეთ, ამოურიეთ და რამდენიმე წუთით დააყოვნეთ. ასეთივე ჩხირებად დაჭერით წითელი ბულგარული და რამდენიმე წუთით ზეთში შეწვით. ბადრიჯანი ხელით გაწურეთ და ზეთში შეწვით. ჩხირებად დაჭერით კიტრი და პამიდორიც. წვრილად დაჭერით ნიორი და კამა. ბოლოს ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთს, მარილითა და პილპილით შეაზავეთ და კარგად ამოურიეთ. გემრიელად მიირთვით!