ფქვილს დაუმატეთ კაკაო, რძის ფხვნილი, საფუარი და ამოურიეთ. დაუმატეთ შაქარი, მარილი, წყალი და ცომი მოზილეთ. ბოლოს შეურიეთ კარაქი ან მარგარინი და ზილეთ 10-15 წუთი. ცოტა ფქვილის დამატებაც შეიძლება. თავზე გადააფარეთ ჩაის ტილო და დააყოვნეთ 40 წუთით. ამის შემდეგ ცომი გადაზილეთ და პატარა ბურთულები გააკეთეთ (თითქო 30 გ-ს რომ იწონიდეს). ბურთულები სულ ცოტათი გააბრტყელეთ და ცხიმწასმულ ლანგარზე გადაიტანეთ, თავზე რამე გადააფარეთ და დაასვენეთ ცომი 40 წუთით ან 1 საათით. შოკოლადის შიგთავსი: ქვაბში მოათავსეთ შაქარი, კაკაო, რძე და ამოურიეთ. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე. ცოტა წყალში გახსენით სიმინდის სახამებელი და ესეც ქვაბში გადაიტანეთ. გამუდმებით ურიეთ და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ. რომ შესქელდება, კარაქი ან მარგარინი დაუმატეთ და მორევა გააგრძელეთ. შემდეგ ჯამში გადაიტანეთ და კარგად გააგრილეთ. დონატები ზეთში შეწვით ორივე მხრიდან. გაგრილებული დონატები შუაზე ნახევრამდე გაჭერით და შიგნით შოკოლადის კრემი ჩაუდეთ. შეგიძლიათ აქ შეჩერდეთ ან შოკოლადის გლაზურში შემდეგ კი გახეხილ შოკოლადში ამოავლოთ. გემრიელად მიირთვით!