თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 სკ შაქარი. კარგად ამოურიეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი, კვლავ ამოურიეთ, თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და 20-30 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები შეურიეთ - დარჩენილი შაქარი, მარილი, 2 კვერცხი, დარბილებული კარაქი. ბოლოს შეურიეთ დარჩენილი ფქვილიც და მოზილეთ ცომი. თავზე გადააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ. ცომისგან პატარა ბურთულები გააკეთეთ, მსუბუქად გააბრტყელეთ, მიეცით ნავის ფორმა, შუაში 1 არასრული ჩკ შაქარი მოაყარეთ, 4-6 კურკაგამოცლილი ალუბალი მოათავსეთ და ცომი შეკარით (ქვევიდან ზევით მიმართულებით). გადაიტანეთ ღვეზელები გამოასცხობ ლანგარზე, თავზე გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 30 წუთით. გემრიელად მიირთვით!