რძე აადუღეთ, დაუმატეთ ხაჭო და ამოურიეთ. რძე რომ აიჭრება და ფერს შეიცვლის, დოლბანდში გაატარეთ და კარგად გაწურეთ. ყველი ქვაბში გადაიტანეთ და კარაქი შეურიეთ. ამოურიეთ. დაუმატეთ კვერცხი, მარილი, სოდა და ლიმონმჟავა. კარგად ამოურიეთ და შემოდგით ორთქლის აბაზანაზე. გამუდმებით ურიეთ ხის კოვზით. გააჩერეთ, დაახლოებით, 15-20 წუთით. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. ბოლოს კვლიავი დაუმატეთ და კვლავ ამოურიეთ. გადაიტანეთ ყველი სასურველ ფორმაში, თავზე სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ. რომ გაგრილდება, შეინახეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!