ძველებური ფუნთუშები შესქელებული რძის შიგთავსით - ტკბილი საუზმე ტკბილი ბავშვობის გასახსენებლად
ძველებური ფუნთუშები შესქელებული რძის შიგთავსით - ტკბილი საუზმე ტკბილი ბავშვობის გასახსენებლად
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • თბილი რძე - 250 მლ
  • შაქარი - 80 გ
  • საფუარი - 1.5 ჩკ
  • ზეთი - 30 მლ
  • კვერცხი - 1 (+კვერცხის გული თავზე გადასასმელად)
  • შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა
  • მარილი - 1/3 ჩკ
  • კარაქი - 50 გ
  • ფქვილი - 450-500 გ
  • შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი")
მომზადების წესები

თბილ რძეში გახსენით შაქარი, საფუარი და 10 წუთით დააყოვნეთ. დაუმატეთ ზეთი, კვერცხი, შაქრიანი ვანილი, მარილი და გათქვიფეთ. ეტაპობრივად ჩააცერით ფქვილი, მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 1 საათით.

ცომი ერთხელ ჩაზილეთ, პატარა გუნდები გააკეთეთ (დაახლ.65 გრამს რომ იწონიდეს), ხელით მსუბუქად გააბრტყელეთ, 1 ჩკ მოხარშული შესქელებული რძე ჩაუდეთ და შეკარით.

გადაიტანეთ გუნდები გამოსაცხობ ლანგარზე, თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და 20 წუთით დააყოვნეთ.

შემდეგ ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით და 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

სურვილისამებრ, თავზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა და მიირთვით.

ტეგები:
ნანახია: 2794