დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი. შეათქვიფეთ კვერცხი და კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ სოდა ძმრით, ბოლოს ჩააცერით ფქვილი და ამოურიეთ. გადაიტანეთ ფორმაში, თავზე მაწყვეთ შუაზე გაჭრილი კანგაცლილი გარგარი, მსუბუქად ჩაწიეთ ცომში. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით. გაგრილებულ ნამცხვარს თავზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა და მიირთვით.