ბოსტნეული დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. მოათავსეთ ერთ დიდ ჯამში, დაუმატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი და კამა, მოასხით ზეთი და კარგად ამოურიეთ. დააყოვნეთ 10 წუთით. სუფთა ქილებში დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები მოათავსეთ. შემდეგ დაჭრილი ბოსტნეულით ამოავსეთ. ქილებს რომ გაავსებთ, თავზე 1 ჩკ შაქარი მოაყარეთ. ქილებში ის წვენიც გადაანაწილეთ, ბოსტნეულმა რომ ჯამში გამოუშვა. ბოლოს ქილაში 1 ჩკ ძმარი ჩაასხით. ქილებს თავი დაახურეთ და 30-40 წთ-ის განმავლობაში გაასტერილეთ. შემდეგ თავი მჭიდროდ დაახურეთ და ამოატრიალეთ. რომ გაცივდება, თქვენს ზამთრის მარაგთან ერთად შეინახეთ.