სიმინდის ტარო გაარჩიეთ და გაასუფთავეთ. მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. 30-60 წუთი დასჭირდება, გააჩნია სიმინდს. რომ მოიხარშება, გადმოდგით, გადაწურეთ და ცივი წყალი გადაასხით. შეგიძლიათ დიდი ქილა აიღოთ და მთელი სიმინდები მოათავსოთ. თუ პატარა ქილაში გსურთ მოთავსება, მაშინ უბრალოდ დატეხეთ ტაროები. ქილაში ისე ჩააწყვეთ, რომ მთელი ჭურჭელი კარგად გაივსოს. თავზე მოაყარეთ 2 სკ მარილი, 4 სკ შაქარი და თბილი წყალი დაასხით. თავსახური დაადეთ და გაასტერილეთ (დაახლოებით, 40 წთ დასჭირდება). ბოლოს თავი მოუხუფეთ და ამოატრიალეთ. რომ გაცივდება, შეინახეთ სხვა კონსერვებთან ერთად. სიმინდის მარცვლების მწნილი: სიმინდი გაარჩიეთ და მარცვლები ჯამში მოათავსეთ (პატარა დანით მარტივად მოახერხებთ). გადაიტანეთ ქილებში. 1 ლ წყალში ჩაასხით 1 სკ მარილი და 3 ჩკ შაქარი. ორივე სრულად რომ გადნება, ჩაასხით ქილებში, გაასტერილეთ (დაახლ.40 წთ) და მოხუფეთ.