„ხლებცი“ დააქუცმაცეთ საფქვვავში. დაუმატეთ კაკაო და დაჭყლეტილი ბანანი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ეს მასა გადაიტანეთ ფორმაში (ჩვენთან 16 სმ დიამეტრი) და ძირზე კარგად გადაანაწილეთ. შეინახეთ მაცივარში. ჟელატინს დაუმატეთ რძე. რომ გაფუვდება, გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ხაჭო კარგად დააბლენდერეთ (შეგიძლიათ, იოგურტით, გაწურული მაწვნით ან არაჟნით ჩაანაცვლოთ), დაუმატეთ ჟელატინიანი რძე, ნეკერჩხლის სიროფი და გადაიტანეთ ფორმაში. მოათავსეთ მაცივარში 2 საათის გამავლობაში. ბოლოს თავზე ქოქოსის ფანტელები მოაყარეთ და მიირთვით!