კარგი იქნება, ერთი ზომის პამიდვრებს თუ შეარჩევთ - არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა. პამიდორი ყუნწის არეში ჩანგლით დაჩხვლიტეთ ჯვარედინად და ქილებში ჩააწყვეთ ისე, რომ ბოლომდე გაივსოს, დაასხით მდუღარე წყალი, თავსახური დაადეთ თავზე და 15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ეს წყალი გადაწურეთ ქილებიდან ქვაბში. დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები და მიხაკი და კამის თესლი. ამოურიეთ და 2 წუთით ადუღეთ. შემდეგ გათიშეთ გაზი და დაუმატეთ ძმარი. ამ სოუსით ამოავსეთ პამიდვრიანი ქილები. ქილას თავი დაახურეთ, ამოატრიალეთ და თბილი პლედი გადააფარეთ. რომ გაცივდება, შეინახეთ.