ყაბაყი გაჭერით სიგრძეზე შუაში, შემდეგ ნახევარწრეებად დაჭერით და დიდ ჯამში მოათავსეთ. დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, შაქარი, ძმარი და კარგად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ შავი პილპილი და კვლავ ამოურიეთ. დაჭერით კამა, ოხრახუში და ესენიც დაუმატეთ ყაბაყს. კარგად ამოურიეთ და 15 წუთით დააყოვნეთ. ასე გაიმეორეთ სამჯერ - ყოველ 15 წუთში ამოურიეთ, სულ 3-4-ჯერ უნდა ამოურიოთ. ყაბაყი გადაანაწილეთ სუფთა ქილებში. მჭიდროდ უნდა ჩაალაგოთ, ხელით კარგად დააწექით ხოლმე. შემდეგ გაასტერილეთ, თავი მჭიდროდ დაახურეთ და მთელი ღამით გააჩერეთ. მეორე დღეს ზამთრის მარაგთან ერთად შეინახეთ.