ზღარბი-ფუნთუშა - სახალისო და გემრიელი რეცეპტი
ზღარბი-ფუნთუშა - სახალისო და გემრიელი რეცეპტი
დრო 120წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ნებისმიერი ჯემი - შიგთავსისთვის
  • მარილი
  • ქიშმიში - თვალებისა და ცხვირისთვის
  • მშრალი საფუარი - 7 გ (ან ნედლი-20 გ)
  • თაფლი - 10 გ
  • თბილი რძე - 300 მლ
  • შაქარი - 50 გ
  • ფქვილი - 500 გ
  • დარბილებული კარაქი - 40 გ
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთს თბილი რძე, დარბილებული კარაქი, შაქარი, თაფლი, მარილი, საფუარი, ფქვილი და მოზილეთ ცომი. აფუების შემდეგ, გაყავით რამდენიმე ნაწილად, იმის მიხედვით რამდენი და რა ზომის ზღარბების გაკეთება გსურთ. 
გააბრტყელეთ ცომის გუნდები და ჩაუდეთ ნებისმიერი სასურველი გულსართი. შემდეგ მიეცით ზღარბის მსგავსი ფორმა და ზურგზე მაკრატლით ჩაჭერით ისე რომ ''ეკლები''მიიღოთ (დააკვირდით ფოტოს). ძალიან ღრმად ნუ ჩაჭრით, მხოლოდ ზედაპირულად.
15 წუთით დატოვეთ სითბოში ხელახლა ამოსაფუებლად, შემდეგ კი ფრთხილად გადაუსვით ათქვეფილი  კვერცხი. თვალებისა და ცხვირის გაკეთებაც არ დაგავიწყდეთ.   გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 -45 წუთი, ზომის გათვალისწინებით.
ტეგები:
ცომი ფუნთუშა ჯემი ნანახია: 25247