საზამთრო დაჭერით, როგორც ფოტოზე ხედავთ ნაჭრებით კარგად ამოავსეთ ქილა. წყალი აადუღეთ და ქილაში ჩაასხით. დააყოვნეთ 15 წუთი. საზამთრო წვენს გაუშვებს, წყალი არომატული გახდება. შემდეგ წყალი ქვაბში გადაწურეთ, დაუმატეთ შაქარი, მარილი, ძმარი და კარგად ამოურიეთ. ქვაბი ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ეს სითხე გადაანაწილეთ ქილაში. თითქმის რომ გაივსება, 2 ტაბლეტი ასპირინი დაუმატეთ და დარჩენილი სითხით აავსეთ. ბოლოს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ, თავზე თბილი პლედი გადააფარეთ, მეორე დღეს კი თქვენს ზამთრის მარაგთან ერთად შეინახეთ.