სუფთა ქილებში გადაანაწილეთ ალუბალი და თავზე შაქარი მოაყარეთ. 2ლ-იანი ქილისთვის 400 გ ალუბალი და 200 გ შაქარი უნდა გამოიყენოთ. თავზე დაასხით მდუღარე წყალი, თავი მჭიდროდ დააფარეთ. ქილა ამოატრიალეთ, შემდეგ კვლავ ამოატრიალეთ, თბილი პლედი გადააფარეთ, მეორე დღეს კი თქვენს ზამთრის მარაგთან ერთად შეინახეთ.