ჯამში მოათავსეთ ფქვილი, კაკაო, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. მეორე ჯამში კვერცხი და შაქარი კარგად გათქვიფეთ. რომ გათეთრდება, შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები და ამოურიეთ, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადააფარეთ თავზე სამზარეულოს ცელოფანი ისე, რომ ცომს ეხებოდეს და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ. ხელის გულზე ზეთი წაისვით და 1 სკ ცომი ხელზე დააგუნდავეთ. შემდეგ მსუბუქად ჩაპრესეთ, შუაში მოხარშული შესქელებული რძე მოათავსეთ და თავი შეუკარით. კვლავ დაამრგვალეთ და გამოასაცხობ ლანგარზე გადაიტანეთ (წინასწარ ქაღალდი დააფინეთ). გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. სურვილისამებრ, თავზე მოასხით გამდნარი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!