პური: გავადნოთ კარაქი რძეში, დავუმატოთ შაქარი და საფუარი. დავტოვოთ თბილ მდგომარეობაში 10 წთ. ეს მასა შევურიოთ ფქვილში, დავუმატოთ მარილი, კვერცხი 1 ცალი მთლიანი (+1 ც კვერცხის გული) და დავიწყოთ მოზელვა, კარგად გადავზილოთ და დავდგათ თბილ ადგილას, სანამ ცომი არ მოიმატებს მოცულობაში 2-ჯერ. შემდეგ დავანაწილოთ 90-გრამიან გუნდებად და ეს გუნდებიც დავტოვოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ გუნდების ამოსვლას. გადავუსვათ კვერცხის გული, მოვაყაროთ მზესუმზირა და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე 20-25 წთ. კატლეტი: გავატაროთ ხორცი სამივე ერთად, წვრილად დავჭრათ ხახვი, შევურიოთ ყველა ინგრედიენტთან ერთად. გავაკეთოთ ორი თხელი კატლეტი, დავადოთ ყველი კატლეტს და დავაფაროთ მეორე კატლეტი. შევახვიოთ ბადექონში და შევწვათ ზეთში ტაფაზე. სოუსი: ძმარში წამოვადუღოთ ტარხუნის ფოთლები და პილპილის მარცვლები, შემდეგ გადავწუროთ და დავუმატოთ კვერცხის გული. შემდეგ ორთქლის აბაზანაზე მოვხარშოთ და დავუმატოთ გამდნარი კარაქი, ბოლოს დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნის ფოთლები. აწყობა: ორად გაჭრილი პური გავხუხოთ ტაფაზე, წავუსვათ ტარხუნის სოუსი, დავადოთ აიზბერგის ფოთოლი, კარამელიზირებული პომიდორი, კატლეტი, შემწვარი ჯონჯოლი და დავაფაროთ მეორე პური.