ცომის მომზადება: ავიღოთ 400 გრამი ფქვილი, დავამატოთ მარილი. ოთახის ტემპერატურაზე გავათბოთ რძე. რძეში ცალკე გავხსნათ 4 კოვზი შაქარი, შემდეგ კი დავამატოთ საფუარი და დავტოვოთ, რომ საფუარი გააქტიურდეს. დავაბლენდეროთ ტარხუნა, გავწუროთ და ცომისთვის გამოვიყენოთ წვენი, ხოლო დაბლენდერებული მასა შემდეგში სოუსის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. ფქვილში დავამატოთ რძე და ტარხუნის წვენი და მოვზილოთ. ცომი კარგად მოზელვის შემდეგ დავასვენოთ. ცომის აფუების შემდეგ, გავყოთ 4 ნაწილად და მივცეთ ფუნთუშების ფორმა. ისევ დავასვენოთ აფუებამდე. შემდეგ შევდოთ ღუმელში და გამოვაცხოთ 35-40 წუთი. ხორცი: ხორცი გავატაროთ. დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი, ძირა და ხმელი ქინძი. სოუსი: დაბლენდერებული ტარხუნა დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ, დავამატოთ მარილი გემოვნებით და შავი პილპილი. ჰასკაპის სოუსი: შავი შაქარი ტაფაზე კარამელიზირებულ დონეზე მოვიყვანოთ და დავამატოთ ჰასკაპი, ავადუღოთ. ადუღების შემდეგ დავამატოთ 100 მლ. შავი ღვინო და ისევ ავადუღოთ. გავაცივოთ და დავაბლენდეროთ.