ნახევარი ქათამი დაჭერი ნაჭრებად, დაასხი 1 ლიტრი ცივი წყალი, დაუმატე ახალი ნიორი, ქინძი, კამა, ხახვი და გააკეთე ბულიონი. 300 გრ. პარმეზანი დაფხვენი, ხოლო დამატებითი 100 გრ. ცალკე წვრილ სახეხზე გახეხე და გაურიე 1 ჩაის კოვზი სახამებელი. 150 მლ თეთრი მშრალი ღვინო დადგი ნელ ცეცლზე და ააორთქლე ისე, რომ 50მლ დაგრჩეს. დაუმატე ქათმის გადაწურული ბულიონი, ჩაჭყლიტე ერთი კბილი ნიორი და ცოტა ქინძი. ჩაყარე პარმეზანის ნაჭრები და ხელის სათქვეფით მუდმივად ურიე. დაამატე მწიკვი ლაიმის ცედრა და გახეხილი პარმეზანი სახამებლით. უნდა მიიღო გლუვი, კრეპის ცომის სისქის სოუსი. გადაწურე სოუსი საცერში, მზად არის. 400 გრ. ფქვილს მოაყარე მარილი და შეაზილე 150მლ ცივი წყალი. უნდა მიიღო მყარი პლასტელინის ტექსტურის ცომი. გააბრტყელე 1 სმ. ნაწილი დაჭერი გრძელ ნაჭრებად, ან ისე, როგორც მოგწონს, მეორე ნაწილი უფრო თხლად გააბრტყელე და ამოჭერი ფორმები. ოდნავ დააბლენდერე ნადუღი, პიტნა და მწვანე აჯიკა, დაუმატე მარილი და დაჭრილი ტენილი ყველი. ამოჭრილი ცომის ქვედა ნაწილს კიდეებზე კვერცხის გული გადაუსვი. მოათავსე შუაგულში გულსართი, დააფარე მეორე ცომის ფირფიტა და კარგად შეკარი კიდეები. ატრია მოხარშე მარილიან რძეში, ისე, რომ იყოს „ალ-დენტე“. გულსართიანი ნაწილი შეწვი ფრიტურში დაბალ ცეცხლზე, სანამ გაოქროსფერდება. პარმეზანის სოუსში ჯერ მოხარშული ნაწილი ჩადე, შემდეგ ზემოდან დაალაგე შემწვარი თუთმაჯი.