მოვზილოთ ცომი - არც ძალიან მაგარი არც ძალიან რბილი, შეიძლება დაიმატოს სითხე ან ფქვილი. გულსართი: ბატის ცხიმში მოვშუშოთ ხახვი. ქვაბში მოვათავსოთ ბამბუკის ჩხირები დაფნის და ჩაის ფოთლები და შევბოლოთ ბატი 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავკეპოთ შებოლილი ბატი და დავუმატოთ მოშუშული ხახვი, შავი პილპილი, შაშკვლავი, მარილი გემოვნებით. ცომი: ცომი დავყოთ 6 თანაბარ ნაწილად და თხლად გავაბრტყელოთ სახამებელში. შემდეგ ეს ფენები დავადოთ ერთმანეთს, გადავახვიოთ რულეტად, დავჭრად პორციებად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და გადმოვკეცოთ, წავუსვათ გამდნარი კარაქი დაა გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით. გამომცხვარ ფახლავებს გადავუსვათ ბაქმაზში გაზავებული ლიმონის წვენი.