ბალს კურკა გამოაცალეთ. თუ სპეციალური მოწყობილობა არ გაქვთ, ეს მეთოდი გამოიყენეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ შაქარი და ამოურიეთ. დადგით ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ. ლიმონი დაჭერით პატარა ნაჭრებათ, კურკები გამოაცალეთ. სიროფი დუღილს რომ დაიწყებს, დაუმატეთ ლიმონი და ბალი. კარგად ამოურიეთ. სანამ დუღილს დაიწყებს, მანამ გადმოდგით ცეცხლიდან და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. რომ გაგრილდება,ისევ დადგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ისევ გააგრილეთ. 3-4-ჯერ უნდა გაიმეოროთ. ბოლო ჯერზე 3-4 წუთი ადუღეთ და შემდეგ სუფთა ქილებში გადაანაწილეთ.