ჟელატინი წყალში გახსენით და მოურიეთ. დააყოვნეთ 10 წუთით. ხაჭოს დაუმატეთ იოგურტი (ან არაჟანი), დამატკბობელი და კარგად დააბლენდერეთ. დაუმატეთ მარწყვი (ან სხვა ნებისმიერი ხილი) და გააგრძელეთ დაბლენდერება. ჟელატინი გაალღვეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე და შეურიეთ დესერტს. კარგად ამოურიეთ, გადაიტანეთ სასურველ ფორმაში ნახევარი მასა, თავზე მოაწყვეთ დაჭრილი ბანანი (ან სხვა ნებისმიერი ხილი) და მეორე ფენაც დაასხით. სამზარეულოს ცელოფანი გადააფარეთ და გააგრილეთ მაცივარში 3-4 საათით ან მთელი ღამით. გემრიელად მიირთვით!