გარჩეული მზესუმზირა მსუბუქად მოხალეთ. გამუდმებით ურიეთ, რომ არ დაიწვას. შემდეგ საფქვავში ან ბლენდერში გადაიტანეთ და დააქუცმაცეთ. გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ თაფლი და კარგად ამოურიეთ. გადაიტანეთ ცელოფანჩაფენილ ფორმაში (შეგიძლიათ, მაფინების გამოსაცხობი სილიკონის ფორმებიც გამოიყენოთ), თავზეც ცელოფანი გადააფარეთ და 2-3 საათით მაცივარში შეინახეთ.დაჭერით სასურველ ზომებად და მიირთვით.