ჯამში მოათავსეთ ხაჭო, დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და შაქრიანი ვანილი, კარგად ამოურიეთ. ლავაშის ფენა გაშალეთ და ხაჭოს მასა გადაანაწილეთ. მოაყარეთ ცოცხალი კენკრა, ლავაშს ოთხივე მხარე გადმოუკეცეთ და რულეტივით გადაახვიეთ. გადაიტანეთ გამოსაცხობ ლანგარზე, კვერცხის გული გადაუსვით (1სკ რძე დაუმატეთ) და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით გამოაცხვეთ. გემრიელად მიირთვით!