გამდნარ კარაქს დაუმატეთ კეფირი ან მაწონი, მარილი, სოდა და გათქვიფეთ. შეათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მანის ბურღული, ფქვილი, კაკაო, კარგად ამოურიეთ. ცომი ცხიმწასმულ ფორმაში (22 სმ დიამეტრი) გადაიტანეთ და გამოცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიმძლავრეზე 9 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ, თავზე შედებული რძე მოასხათ და ისე მიირთვათ.