დარბილებული კარაქი კარგად გათქვიფეთ. რომ გათეთრდება და ზომაშიც მოიმატებს, შეათქვიფეთ შაქარი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და შოკოლადის ნატეხები. ტაფას ცხიმი წაუსვით და გამოსაცხობი ქაღალდი დააფინეთ. მასაც წაუსვით ცხიმი. ცომისგან პატარა გუნდები გააკეთეთ, მსუბუქად დაპრესეთ და ტაფაზე დააწყვეთთ. დადგით დაბალ ცეცხლზე. თავსახური დააფარეთ და 10 წუთით გააჩერეთ (თუ ღუმელში გამოაცხობთ, 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8 წუთით მოათავსეთ). გემრიელად მიირთვით!