
ამ ინგრედიენტებით გამოდის 24 ცალი პატარა ქოქოსის ბურთულა.
კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი და მიქსერით გათქვიფეთ (3-4წთ). ეტაპობრივად დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი და კარგად ამოურიეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, რომელიც კარგად იკვრება, უკვე მზად არის და მეტი ქოქოსის დამატება აღარ იქნება საჭირო. დააყოვნეთ 5-10 წუთით.
ხელები წყალში დაინამეთ და ისე მოაგუნდავეთ ცომი. პატარა ბურთულები გააკეთეთ, გადაიტანეთ გამოსაცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 150-170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.
გემრიელად მიირთვით!