პესტოს სოუსში შემწვარი ქათამი
პესტოს სოუსში შემწვარი ქათამი
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • პესტოს სოუსი - 1/2 ჭიქა
  • მარილი და პილპილი
  • ქათმის ფილე - 4 ნაჭერი
  • ყველი - 60 გ
მომზადების წესები
პესტო სპაგეტისთვის განკუთვნილი სოუსია, რომელიც მზა იყიდება სუპერმარკეტებში. მის შემადგენლობაში შედის ბაზილიკი, ზეთი და ყველი პარმეზანი. შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი სხვა მწვანილისგან, მაგალითად , ოხრახუშით ძალიან გემრიელი გამოდის. ბლენდერში მოათავსეთ 1 კონა ოხრახუში, 50 მლ ზეითუნის ზეთი (შეიძლება სხვა ზეთთან გააზავოთ) 1 კბილი ნიორი, მარილი და პილპილი. დააბლენდერეთ და გამოიყენეთ. 

ქათმის ფილე დაჭერით საშუალო სისქის ლენტებად . მოვაყაროთ მარილი და პილპილი.  ფორმის ძირზე გაანაწილეთ ცოტაოდენი პესტო, დადეთ ქათმის ნაჭრები და გადაუზვით ზემოდან დარჩენილი სოუსი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
შეწვით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი. თეფშზე გადაღების შემდეგ მოასხით თავისივე გამოშვებული წვენი
ტეგები:
ქათმის ფილე პესტო ნანახია: 8884