კვერცხს დაუმატეთ შაქარი, რძე და კარგად გათქვიფეთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დაასხით რძიანი მასა და ამოურიეთ. დაუმატეთ რძე და მოზილეთ ცომი. შემდეგ თავზე გადააფარეთ და 30 წთ დააყოვნეთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად. მიეცით ძეხვის ფორმა და პატარა გუნდები გააკეთეთ. მსუბუქად დაპრესეთ, შუაში 1 პატარა ნაჭერი ყველი ჩაუდეთ, მოაგუნდავეთ და ლანგარზე გადაიტანეთ. თავზე რამე გადააფარეთ და 20 წთ გააჩერეთ. შემდეგ ზეთში შეწვით, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. გემრიელად მიირთვით!