ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და ამოურიეთ. ცალკე ჯამში კვერცხი შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად გათქვიფეთ. შეათქვიფეთ რძე და ზეთი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და კარგად ამოურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. გამოსაცხობ ფორმაში (27x15 სმ) ჩააფინეთ ქაღალდი, ცხიმიც წაუსვით და ცომის ნახევარი გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმლეში 10 წუთით. თავზე გადაანაწილეთ სასურველი ხილის ჯემი და ცომის მეორე ნაწილი დაასხით თავზე. ტემპერატურას 180 გრადუსამდე დაუწიეთ და 40 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ. გემრიელად მიირვით!