ხაჭოს დაუმატეთ კვერცხის გულები, არაჟანი (ნატურალური იოგურტიც შეიძლება) და კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ სახამებელი (უმჯობესია სიმინდის) და კვლავ დააბლენდერეთ. კვერცხის ცილა მწიკვ მარილთან, ვანილთან და შაქართანდ ერთად გათქვიფეთ. 10-12 წუთი დაგჭირდებათ, რომ იდეალური ბეზე მიიღოთ. ბეზე ნელ-ნელა შეურიეთ ხაჭოს მასას და სილიკონის ან ხის კოვზის ფრთხილად ამოურიეთ. მიღებული მასა გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ გამოსაცხობ ფორმაში (21 სმ დიამეტრი) და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი დესერტი სრულად გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან. თავზე გადაუსვით არაჟანი ან იოგურტი და ხილი გადაანაწილეთ. გემრიელად მიირთვით!