ღვეზელი ქათმით და ბროკოლით
ღვეზელი ქათმით და ბროკოლით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - ზემოდან გადასასმელად
  • არაჟანი - 100 გ
  • მარილი და პილპილი
  • ყველი ჩედარი - 300 გ
  • ბროკოლი - 2 ჭიქა
  • ქათმის ფილე - 250 გ
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • როზმარინის ფოთლები, ნედლი
მომზადების წესები
თუ ყველი ჩედარი არ გაქვთ, ჩაანაცვლეთ სხვა ყველით, რომელიც ადვილად რბილდება და დნება (გაუდა, სულგუნი...)
ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით კუბებად. ბროკოლი მოწალეთ 1-2 წუთი მარილიან მდუღარე წყალში, გადაწურეთ და დაჭერით. შეურიეთ ერთმანეთს ბროკოლი, ქათმის ხორცი, არაჟანი, მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი.

ცომი გაშალეთ და მიეცით მართკუთხა ფორმა. შუა ზოლზე დადეთ გულსართი, გვერდები ჩაუჭერით ლენტებად და ზემოდან გადაწანით ერთმანეთში.

წაუსვით ათქვეფილი კვერცხი, მოაყარეთ ცოტა ყველი და როზმარინის ფოთლები (თუ არ გაქვთ, ეს ეტაპი გამოტოვეთ).
გამოაცხეთ  180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.