ქათმის ფილე დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. დააწყვეთ ხის ზედაპირზე, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და ორივე მხრიდან დაბეგვეთ. გადაიტანეთ ჯამში, დაუმატეთ კვერცხის გული, წიწაკა, პილპილი, მარილი და კარტოფილის სახამებელი. კარგად ამოურიეთ. ცილა გათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად. ღრუბელივით, ოდნავ სქელ მასას რომ მიიღებთ, საკმარისია, ძალიან არ გაამაგროთ. ქათმის ფილის ნაჭრები ამოავლეთ გათქვეფილ ცილაში და შემდეგ ცხიმში შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან.