ლეღვს დააცალეთ ყუნწები და გააცალეთ კანი. დააბლენდერეთ ან ხოცსაკეპში გაატარეთ. გადაიტანეთ ქვაბში, დაუმატეთ შაქარი, კარგად ამოურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. დუღილს რომ დაიწყებს, ამის შემდეგ 1 საათი დაინიშნეთ. შიგადაშიგ ამოურიეთ. ჯემი გადაიტანეთ სუფთა ქილებში და თავი დაახურეთ. გემრიელად მიირთვით!