ჟელატინი წყალში დაალბეთ, 10-15 წთ გააჩერეთ. ბანანი დაჭერით, დაუმატეთ კაკაო, რძე და დამატკბობელი. კარგად დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დაუმატეთ გამდნარი ჟელატინი (ჟელატინის გადნობა მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე შეგიძლიათ). გადაანაწილეთ სითხე ჭიქებში და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!