ხაჭოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი, პილპილი, სუნელები, არაჟანი. კარგად ჩაზილეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, შეწვით ტაფაზე, გადაიტანეთ ხელსახოცზე, რომ ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლდეს. ბადრიჯანზე გადაანაწილეთ ხაჭოს შიგთავსი და რულეტივით გადაახვიეთ. თავზე ხის ჩხირი ჩაარჭეთ და პამიდვრის ნაჭერი დაადეთ, როგორც ფოტოზეა.