50 მლ წყალში გახსენით აგარ-აგარი. გარგარს გამოაცალეთ კურკა. გადაიტანეთ გარგარი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი, ლიმონის წვენი და ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, დადგით ცეცხლზე. ერთი კოვზი პიურე დაუმატეთ აგარ-აგარს, რომ მთლიან მასაში კარგად გაიხსნას. გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და 5 წთ გააჩერეთ. არ დაგავიწყდეთ შიგადაშიგ მორევა. ადუღებიდან 5 წუთის შემდეგ აგარ-აგარი ჯემს დაუმატეთ და კარგად ამოურიეთ. ადუღეთ კიდევ 3-4 წუთით. ცხელი ჯემი ჩაასხით სუფთა ჭიქებში და თავი დაახურეთ.