
დანდური გადაიტანეთ ქვაბში. დაასხით იმდენი წყალი, რომ დანდური თითქმის ბოლომდე დაფაროს. დადგით ცეცხლზე, თავი დაახურეთ და 5 წუთი ადუღეთ.შიგადაშიგ ამოურიეთ.
ცხელი დანდური საწურზე გადაიტანეთ და ცივი წყალი დაასხით. დანდური საწურზე დატოვეთ და მარინადის მომზადება დაიწყეთ.
1 ლ წყალში გახსენით 1 სკ მარილი, კარგად ამოურიეთ. დაუმატეთ 100 მლ ძმარი.
დანდური ჩააწყვეთ სუფთა ქილაში. ფენა-ფენა 2-3 კბილი ნიორი ჩააჭყლიტეთ (დანდურის ფენა, ნიორი, დანდური - ნიორი და ა.შ.). ქილა რომ თითქმის გაივსება, მარინადი ჩაასხით. თავი დაახურეთ ქილას და შეინახეთ. შეგიძლიათ, რამდენიმე დღეში მიირთვათ ან უფრო დიდი ხნით შეინახოთ.