ფენოვან ცომში მიმალული შოკოლადიანი ვაშლი
ფენოვან ცომში მიმალული შოკოლადიანი ვაშლი
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარიჩინი - 2 ჩ.კ
  • ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
  • შაქარი - 4 ს.კ.
  • ვაშლი - 4
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • ნუთელა ან მისი მსგავსი შოკოლადის კრემი
  • კვერცხი
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, დარიჩინი და ვანილიანი შაქარი. ვაშლი გათალეთ, გადაჭერით თავი, ამოუღეთ გული, ისე რომ ძირი არ დაუზიანოთ, გარშემო კი ლიმონის წვენი წაუსვით.
ამოავლეთ ვაშლი დარიჩინიან შაქარში, გულში ჩაუდეთ ნუთელა.
ცომი დაჭერით 1.5 სმ სიგანის ლენტებად . ვაშლს გარშემო შემოახვიეთ, ისე რომ ნაპირები მსუბუქად გადავიდეს ერთმანეთზე.. ბასრი დანით ფოთლებიც გამოჭერით და ვაშლს თავზე მიამაგრეთ.
გამოაცხეთ ღუმელში დაახლოებით 30-40 წუთი