ფქვილი, სიმინდის სახამებელი და გამაფხვიერებელი გაცერით. ცალკე ჯამში ამოიყვანეთ კვერცხი შაქართან ერთად. რომ გათეთრდება და ამოვა, ხის ან სილიკონის კოვზით ეტაპობრივად შეურიეთ მშრალი ინგრედიტები. გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთით. კრემი: ქვაბში მოათავსეთ შაქარი, კვერცხი, სიმინდის სახამებელი, ლიმონის ცედრა და გათქვიფეთ. დაუმატეთ რძე, ამოურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ გასქელებამდე. შემდეგ გადაიტანეთ ჯამმში, გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი კონტაქტში (კრემს რომ ეხებოდეს) და კარგად გააგრილეთ. ნაღები ამოიყვანეთ. გაციებული კრემი გათქვიფეთ, ეტაპობრივად შეათქვიფეთ ამოყვანილი ნაღები. დასანამი: თბილ წყალში გახსენით შაქარი. ბისკვიტი გაჭერით 3 ან 4 ფენად. ერთი ფენა კუბიკებად დაჭერით. დანარჩენი ფენებისგან ტორტი ააწყვეთ (დანამეთ და დაკრემეთ), თავზე და გვერდებში კი დაჭრილი ბისკვიტი მოაყარეთ. რამდენიმე საათით მაცივარში გააგრილეთ და მიირთვით.