ხახვს დააცალეთ დიდი ფენები. დანარჩენი დაჭერით და ფარშს შეურიეთ. ასევე ფარშს დაუმატეთ ოხრახუში, კეტჩუპი, 2 სკ ბარბექიუს სოუსი, დაჭრილი ჩილი წიწაკა, დაჭრილი სოკო. გააკეთეთ ხორცის ბურთები, შუაში ყველის კუბიკი ჩაუდეთ და დააგუნდავეთ. გუნდას გარშემო ხახვის ფენა შემოახვიეთ (2 ფენა ნახევარ-ნახევარს დაფარავს). გარშემო გრძლად და თხლად დაჭრილი ბეკონი შემოახვიეთ. გარედან ბარბექიუს სიუსი წაუსვით და გამოაცხვეთ გრილში 20 წუთით. გემრიელად მიირთვით!.