დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი და გათქვიფეთ. შემდეგ შეურიეთ თაფლი. შემდეგ - კვერცხი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ. ბოლოს 2 ნაწილად დაუმატეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. მოზილეთ ცომი. „პლასტელინის“ მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. ცომი გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ ძეხვის ფორმად, დაჭერით სასურველ ზომად და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.