კვერცხი ათქვიფეთ მწიკვ მარილთან ერთად. ფერს რომ შეიცვლის, ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შაქარი და ვანილი (ან შაქრიანი ვანილი). ჩააცერით 100 გ ფქვილი და ფრთხილად ამოურიეთ სილიკონის ან ხის კოვზით. მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთს დაუმატეთ კაკაო, მეორეს - 25 გ ფქვილი. შემდეგ დაუმატეთ 50-50 გრამი არაჟანი და ამოურიეთ. ორივე მასა გადაიტანეთ ფორმებში და გამოაცხვეთ 170 გარდუსზე 25-30 წუთით. კრემის მოსამზადებლად შესქელებული რძე და არაჟანი შურიეთ ერთმანეთს და გათქვიფეთ. გაგრილებული ბისკვიტები გაჭერით შუაზე და დაიწყეთ ტორტის აწყობა. ერთ ფენას (ყავისფერის) კრემს რომ წაუსვამთ, თავზე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი, შემდეგ ისევ კრემი წაუსვით და მეორე (თეთრი) ფენა დაადეთ. ისევ კრემი და ისევ ნიგოზი გადაანაწილეთ, სანამ ყველა ფენას არ დაფარავთ. ბოლოს დარჩენილი კრემი თავსა და გვერდებზეც გადაანაწილეთ. მორთეთ ნიგვზითა და ჟოლოთი. გემრიელად მიირთვით!